23 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
უბედური შემთხვევა ზუგდიდის რაიონში - 18 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდი რაიონის სოფელ კოკში, უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები სოფლის სტადიონზე იყვნენ შეკრებილნი, თუმცა სტადიონზე განათება ჩამქრალი იყო, სწორედ ამიტომ ავიდა ახალგაზრდა ელექტროგანათების ბოძზე, მას სადენების შეკეთება სურდა, თუმცა დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

ადგილზე საგამოძიებო ოქმედებები გვიან ღამემდე ხორციელდებოდა. ცხედარი უკვე ოჯახშია გადასვენებული.

დღის ამბები