18 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
ოკუპანტებმა ხარკივში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - ადგილზე მაშველები მუშაობენ

გამთენიისას ხარკივში სამი აფეთქების ხმა გაისმა. რუსული რაკეტა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ექვსსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მოხუცი ქალის ამოყვანა შეძლეს.

აფეთქებები იყო მიკოლაივსა და სუმის ოლქშიც. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსმა სამხედროებმა ჭურვები ბახმუტის მიმართულებითაც გაისროლეს, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. დამწვარია შვიდი კერძო სახლი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს ხერსონის ოლქში. უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ზარალი მიიღეს, მოკლულია 40-მდე რუსი მებრძოლი.

დღის ამბები