15 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა 

პარტია "ქართული ოცნება" და თანამდებობა დატოვა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. გადაწყვეტილების საფუძველზე და მიზეზებზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. 

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ჰოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება.

ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას,"-წერს სოციალურ ქსელში ომარ ჯიხვაშვილი. 

ასევე, დღეს თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხში და ჭიათურაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა.

დღის ამბები