საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მორაგბების გამარჯვების სიხარულს იზიარებს, მისი თქმით ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.
ბოლო პერიოდში ჩვენ არა ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, - განაცხადა პრემიერმა.