15 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის - პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს

უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ - მამაცაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის და 150 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელთან კავშირშიც მამაცაშვილი დაადანაშაულეს, საპასუხოდ კი მამაცაშვილმა ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა. დღეს გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ელოდებიან. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უჩა მამაცაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს.

დღის ამბები