15 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირას თბილისს ეწვევა

ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ერთ მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ, რათა ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირას თბილისში ჩამოდის. ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, როგორ უნდა შესრულდეს ის 12 პრიორიტეტი, რომელიც ევროკომისიამ საკუთარ მოსაზრებაში ასახა.

ევროპელი კანონმდებლები თბილისში შეხვედრებს 20-21 ივლისს გამართავენ. დელეგაციას, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალსიტერი უხელმძღვანელებს.

ევროპელი კანონმდებლები თვლიან, რომ დეპოლარიზაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კომენტარი გაკეთდა ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებითაც.

 

დღის ამბები