ევროპარლამენტარი, მიხაილ გალერი აცხადებს, რომ როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში ყველამ ერთობლივად 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იმუშაოს.მისი თქმით, ახლა 12 პუნქტიანი გეგმა არის სამუშაო დღის წესრიგი, რომლის შესრულებაზეც ყველამ ერთიანად უნდა იმუშავოს.
"პირველ რიგში, უნდა მოხდეს მუშაობა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე. მეორე - ჩვენ ყოველთვის ვიყავით ეროვნული დიალოგის მომხრე იმ საკითხზე, სადაც არსებობს ფართო კონსენსუსი. ახლა, ეს ძალიან კონკრეტული 12 პუნქტიანი გეგმა არის სამუშაო დღის წესრიგი, რომლის შესრულებაზეც ყველამ ერთიანად უნდა იმუშავოს. სწორედ ამას მოვუწოდებ როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას. ყოველთვის შეიძლება იყოს კამათი, თუ როგორ შესრულდეს პრაქტიკაში 12 პუნქტიანი გეგმა, თუმცა არსებითად, ყველამ ერთი დავალება უნდა შეასრულოს როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში. ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე არის წინსვლა დიალოგისკენ. ეს არის ის, რასაც მოქალაქეები ელოდნენ ყველასგან, პირველ რიგში ხელისუფლებისგან, რადგან ისინი მართავენ ქვეყანას, თუმცა ასევე ოპოზიციისგან. თუ იქნება დადებითი კონკურენცია კრიტერიუმების შესრულების პროცესში, ამას მივესალმებით", - აცხადებს მიხაილ გალერი.