პრემიერის განცხადება და მისი მთავარი გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. წერილს ოპოზიციაც აფასებს.
"წერილში ფაქტობრივად უფრო არგუმენტირებულად არის მოცემული, რა არის ოლიგარქიული მმართველობა. 80-მდე მინისტრიდან 70 რატომ არის "ქართუსა" და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული. რაც შეეხება დანაშაულებრივ ბრალდებას, ამერიკის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ, ამას პასუხი გაეცა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში ელჩის სახით, არავის ომში ჩართვა არ უნდა",- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ჰერმან საბოს აზრით კი, უფრო სწორი და ბუნებრივი იქნება თუკი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება:
"ბიძინა ივანიშვილი შეიძლება წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან, შეუძლებელია რაღაც გადაწყვეტილებებზე მას არ ჰქონდეს გავლენა. ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო სწორი და ბუნებრივი იქნება, თუკი ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება, ამით ბევრად უფრო გასაგები იქნება რა პოზიცია აქვს მას", - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ჰერმან საბო.