საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იქნა მიღებული და ამ რეზოლუციამ დეპოლარიზაცია და კონფრონტაცია უფრო გააძლიერა.
"მინდა მადლობა ვუთხრა იმ 218 ევროპარლამენტარს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ მავნებლურ რეზოლუციას, რომელიც კუბილიუსის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იქნა მიღებული. ამან კონფრონტაციის პლატფორმა შექმნა და ხელი შეიწყო არათუ დეპოლარიზაციას, პირიქით, დაპირისპირების პროცესების განვითარებას, მაგრამ საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ახლა რასაკვირველია, კუბილიუსი განცხადებებს აკეთებს და ისიც ვერ დაიხევს უკან, რადგან წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.