26 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგა

რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის ელექტრონული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლა იყო.

რატი ბრეგაძემ შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ელექტრონული და ციფრული საშუალებებითაც წარმართოს, რის შესაძლებლობასაც ქვეყნის კანონმდებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა იძლევა.

საქართველოში წლებია აქტიურად გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტაციის ციფრული საშუალებებით გაცვლის პლატფორმები.

დღის ამბები