15 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ევროკომისია საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ბოლოს აღარ განიხილავს

ევროკომისია საქართველოს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს  2022 წლის ბოლოს აღარ განიხილავს. საქართველოს საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიდო, ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

ევროდეპუტატების განცხადებების შემდეგ, საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, მათგან ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას აქვს 12 პრიორიტეტი შესასრულებელი იმისთვის, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, კომისიას აზრით, ახლა არ არის საჭირო სიჩქარე. ამიტომ, როგორც კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა ანგარიში იქნება 2023 წელს, მაშინ, როდესაც კომისია წარადგენს გაფართოების პაკეტზე ანგარიშს.

ასევე, სიტყვით გამოვიდა კომისიის საგარეო წარმომადგენელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება კომისიის ანგარში იმასთან დაკავშირებით თუ, როგორც ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო 7 სექტემბერს ჩანიშნულია ასოცირების საბჭო. 

დღის ამბები