"ქალთა გაძლიერება კრიზისულ სიტუაციებში"- საფრანგეთის საელჩომ ადამიანის უფლებათა დარგში პრემიის გადაცემის ცერემონია გამართა. გამარჯვებული ქალთა ორგანიზაცია "მერკური" გახდა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებს და ბავშვებს მფარველობს.
ორგანიზაციამ პრემიის სახით 2000 ევრო მიიღო. საფრანგეთის ელჩის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საფრანგეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დამცველების მიმართ.