15 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
არც ყოფილა და არც მომავალში დადგება მომენტი, როდესაც ევროკავშირი ომის გავრცელებას მოინდომებს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განმარტებით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს სურს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა, "სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება".

ჰარცელმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთი სურვილი არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება.

"გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

დღის ამბები