პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ფინანსურ წყაროებზე წვდომისთვის მხოლოდ სიმბოლურად შეგვიწყობდა ხელს, ოპოზიციას კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა.
"ფინანსურ წყაროებზე წვდომისთვის კანდიდატის სტატუსი სიმბოლურად თუ შეგვიწყობდა ხელს, თორემ რეალურად არ ნიშნავს, რომ აპრიორი წვდომა გაქვს რამეზე. ოპოზიცია ამას იმიტომ ამბობდა და შეჰყავდა შეცდომაში საზოგადოება, რომ თავისი მარტივი მიზნისთვის მიეღწია. მათთვის კანდიდატის სტატუსი იყო არა მთავარი სიმბოლური ამბავი ევროკავშირთან დაახლოების, არამედ ის, რომ ეს გამხდარიყო ერთგვარი საჯილდაო ქვა ხელისუფლების ოპონირებისთვის და საბოლოო ჯამში, შეცვლის მცდელობისთვის," - ამბობს დავითულიანი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, კანდიდატის სტატუსი არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში, თუმცა ეს არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას