26 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთის კვირეული ორ დღეში, ყაზბეგისა და თუშეთის ტურით გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთის კვირეული ზუსტად ორ დღეში, ყაზბეგის და თუშეთის ტურით გაიხსნება. მუსიკოსები "კურიერთან" ამბობენ, რომ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს მუსიკა, რომელსაც პირველად სწორედ მთაში მოისმენენ. ტრადიციულ, ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად, იქნება თანამედროვე ელემენტებიც.

მსმენელს ექსპერიმენტებით დატვირთულ პროგრამას ჰპირდებიან ”რეზო და ბავშვებიც”. მუსიკოსები სიმღერის განსხვავებულ ვერსიას მთის თემატიკის გარშემო მოამზადებენ.

ტრადიციული მუსიკის გარდა იქნება ხინკლის დღეები. მასტერკლასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბიც ცნობილი შეფ-მზარეულები მიიღებენ, კვირეულს ორმაგი დატვირთვა ტურისტების მოზიდვის ნაწილშიც ექნება.

მოგზაურებისთვის კვირეული მესტიასა და შოვშიც გაგრძელდება.

დღის ამბები