26 დეკემბერი 2024,   14:55
ვრცლად
იყო თუ არა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ამერიკაში არ გაშვება მისი სანქცირება? - "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები აშშ-ის ელჩს კიდევ ერთი კითხვით მიმართავენ 

იყო თუ არა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ამერიკაში არ გაშვება, მისი სანქცირება? - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებამ, დღეს, მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატებს მორიგი შეკითხვა გაუჩინა. "ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატი მიიჩნევს, რომ გვრიტიშვილმა გვარამიას საქმის მოსამართლის მიმართ შესაძლო სანქცირებაზე ირიბად ისაუბრა, რაც შტატების ელჩისგან პასუხის გაცემის საჭიროებას აჩენს. 

ყოფილ თანაგუნდელებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გამოეხმაურნენ. მმართველ პარტიაში წასულებთან პოლემიკაში შესვლა არ სურთ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში ნებისმიერი თეორიული ჩარევის მცდელობაც კი მიუღებელია.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს არ იზიარებს ოპოზიცია. პოლიტიკოსების ნაწილი "ოცნებიდან" გამოყოფილი დეპუტატების რიტორიკას სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მცდელობად აფასებს, მეორე ნაწილი კი მმართველ პარტიას ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებისგან ღიად გამიჯვნას ურჩევს.

დღის ბოლოს ოპონენტების კრიტიკას და ოცნების ყოფილი დეპუტატების მოსაზრებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა. გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციური უწოდა, ოცნებიდან წასულებს კი შეახსენა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ხელისუფლება მაღალი დონის საკომუნიკაციო არხებით ურთიერთობს.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ამერიკაში სემინარზე წასვლის შესაძლებლობა ორი თვის წინ შეეზღუდა. მაშინ კოლეგისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, შტატებში გამგზავრებაზე უარი სხვა მოსამართლეებმაც თქვეს. 

დღის ამბები