ყაზბეგში, მთის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ძირითადი ნაწილი ხინკლის დეგუსტაციას დაეთმო. შეფ-მზარეულებმა სტუმრებს ტრადიციული კერძის რამდენიმე ვარიაცია შესთავაზეს. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილები. დასკვნით ნაწილში საღამო კონცერტით დაიხურა.
ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ტურნეს 23 ივლისს მესტიასა და შოვში გააგრძელებს.