18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
სოსო გოგაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

სოსო გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული - საუბარია პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაზე.

დაცვის მხარე სამივე მათგანს აბსურდად მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს წარდგენას აპირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.

დღის ამბები