27 დეკემბერი 2024,   01:06
ვრცლად
"პირობას ვაძლევ - ხომ მომცეს საჩუქარი, მეც პირობას ვაძლევ, რომ ვალში არ დავრჩები, საჩუქარს გავუგზავნი" - გოგაშვილის ცოლი ამბობს, სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს

დაკავებული სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი "რუსული მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდა" და მასზე შური იძიეს. გოგაშვილის შვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. 

"შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც და იმედი მაქვს, რომ ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ ამ რუსული მმართველობის წინააღმდეგ და სწორედაც, მამაჩემი რომ იბრძოდა რუსული მმართველობის სქემის წინააღმდეგ, ამიტომ განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", ანუ რუსულმა ოცნებამ მამაჩემის წინააღმდეგ შურისძიება," - განაცხადა ნინი გოგაშვილმა

ბრალდებულის ცოლი კი ამბობს, რომ ქმრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა კანონიერი გზით ბრძოლას აპირებს. 

"პირობას ვაძლევ - ხომ მომცეს საჩუქარი, მეც პირობას ვაძლევ, რომ ვალში არ დავრჩები, საჩუქარს გავუგზავნი. [მათ საჩუქარში] ვგულისხმობ იარაღებს, ჩაუდეს იარაღები. მე იარაღი ხომ არ მაქვს და ბრძოლას ვაპირებ," - განაცხადა თეა მარტყოფელაშვილმა.

სასამართლო, ამ წუთებში, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ - პროკურორის განმარტებით, საქმეში დევს გრიფით საიდუმლო მასალები, რის გამოც პროცესს მხოლოდ მხარეები უნდა დაესწრონ. 

დღის ამბები