27 დეკემბერი 2024,   01:15
ვრცლად
გია გაჩეჩილაძე უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას და გამოიყენებს თუ არა იგი დუმილის უფლებას

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც "მთავარი არხის" სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული. გია გაჩეჩილაძე უწყებაში უკვე იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით, მან დუმილის უფლება გამოიყენა და საგამოძიებო სამსახურის კითხვებს არ უპასუხა, რადგან არ სურდა წყაროს დასახელება.

"გამოძიებას კითხვები ჰქონდა იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, გია გაჩეჩილაძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, წყაროს არ გამჟღავნების. შეკითხვები იყო, როდის, სად, ვის მიერ და რა ფორმით - აქედან გამომდინარე იყო პასუხი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის, "თ" ქვე პუნქტისა, ის უფლებამოსილია არ მისცეს ამასთან დაკავშირებით ჩვენება. იმიტომ, რომ ეს წყაროს გამჟღავნების შესაძლებლობას იძლევა. გამომდინარე აქედან, ჩვენება არ მიუცია,"- აცხადებს გია გაჩეჩილაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. 

დღის ამბები