15 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულებულია - რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას

მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულებულია. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე და ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, ე.წ. უკრაინული მოდელი განიხილა.

ამ მოდელის მიხედვით, საუბარია 4 კრიტერიუმზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც ოლიგარქად მიიჩნევა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს და თვლის, რომ ამ მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში პირდაპირ არ უნდა მოხდეს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.

"დღეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა. იურიდიული კომიტეტის აპარატმა უკრაინული კანონის პრეზენტაცია გააკეთა. დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი კანონი არსებობს, ისიც უკრაინაში და ამოქმედდა ახლახან. როგორ მუშაობს ისიც კი არ ვიცით, არ ვიცით ვენეციის კომისიის დასკვნა, რაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, სუფთა სამართლებრივად რამდენად გამართულია ეს კანონი, თუმცა ჩემი აღქმით, ძალიან ბევრი ხარვეზია. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ძალიან ხარვეზიანია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ეს ადამიანი ოლიგარქია თუ არ არის", -აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი აცხადებს, რომ აღნიშნულ პროექტში ძალიან ბევრი ხარვეზია.

პროექტით, რაც წარმოადგინა "ქართულმა ოცნება", შეიძლება ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს შეეხოს ეს კანონი, ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდეს ოლიგარქების რეესტრში, რომელიც შეიძლება არაფერ კავშირში არ იყო ოლიგარქიულ გაგებასთან",-აცხადებს ჰერმან საბო. 

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნებისმიერი ქვეყნის კანონის გადმოტანა, გადმოწერა უბრალოდ არის ფორმალური მიზნებისთვის გაკეთებული.

დღის ამბები