06 მაისი 2024,   00:45
ვრცლად
ფონიჭალაში, 22 წლის მამაკაცმა საკუთარ დედას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ერთი ადამიანი კი მოკლა - რა გახდა საზარელი დანაშაულის მიზეზი

ფონიჭალაში, დადიანის ქუჩაზე, 22 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ დედას მიაყენა, შემდეგ კი ცივი იარაღი ყელში მის მეგობარ მამაკაცს გამოუსვა.

55 წლის რამიზ მამედოვი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ლეილა გუსეინოვას სიცოცხლისთვის კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

მოკლულის ოჯახი გაურკვევლობაშია. "კურიერთან" ისინი ყვებიან, რომ ლეილა გუსეინოვასა და რამიზ მამედოვს ერთმანეთთან რამდენიმე წლის ურთიერთობა აკავშირებდათ და ამის შესახებ გუსეინოვას შვილმაც იცოდა. მოკლულის შვილი "კურიერთან" ყვება, რომ შემთხვევას წინ სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრების მხრიდან მუქარა უძღოდა.

დღეს "კურიერიც" იყო მოკლულისა და სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრების დაპირისპირების თვითმხილველი. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურშიც გადაიზარდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

22 წლის ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს, გამოძიებას საქმეში უკვე აქვს მკვლელობის ადგილის ახლოს მდებარე მაღაზიის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. საქმეზე ძიება ორი, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები