ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამ ეტაპზე ზღვისუბნის მე-4 კვარტალში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს. ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს საერთო ჯამში 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ღირებულების 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა, პროცესშია 37.