15 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პროცესი შესაძლოა კლინიკაში ჩატარდეს

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი შესაძლოა კლინიკაში ჩატარდეს. საქმის განხილვა თითქმის დასრულებულია. დარჩა მხოლოდ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის დაკითხვის ეტაპი.

თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული ექსპრეზიდენტი სხდომას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ესწრება. ამ მოტივით კი ბრალდების მხარემ შესაძლოა სხდომის ვივამედში ჩატარების შუამდგომლობა დააყენოს.

დღევანდელი სასამართლო პროცესიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.

დღის ამბები