15 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია - დევიდ მაკალისტერი

ევროპელი კანონმდებლების შეხვედრა პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. განსახილველი საკითხები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იყო. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ტარდება და ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პოლიტიკური საკითხები იმისთვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ შორის არის დეპოლარიზაცია.

"მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული.

ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12-პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს.

საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. ევროპის კავშირი განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან. საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე," - აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

დღის ამბები