26 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
"არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი" - ირაკლი კობახიძე კასიანოვის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, კიდევ ერეთხელ არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად:

"კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ - "როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება".

დღის ამბები