26 დეკემბერი 2024,   15:00
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები მსოფლიოში - შექმნილი მდგომარეობის გამო ქვეყნების ნაწილმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადა

პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, მაროკო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, სადაც მოსახლეობა ერთდროულად მასშტაბურ ხანძრებსა და რეკორდულ სიცხეს ებრძვის.

ევროპის სახელმწიფოებში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს სცდება, რაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში რეკორდულია. მაღალი ტემპერატურის შედეგად ევროპაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1500-ს აჭარბებს, ექიმები კი ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ხანძრების გამო დამწვარია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. სტიქიის გამო კი, 10 ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ასობით სამხედრო ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო მომდევნო დღეებში ხანძრის ჩაქრობა კიდევ უფრო გართულდება. მეცნიერები კი კლიმატის ცვლილების პრობლემაზე საუბრობენ.

დღის ამბები