ევროპარლამენტარების ვიზიტის დასრულების შემდეგ, შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ, ევროპელი კოლეგების ვიზიტი მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე.
ევროკაპსთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მხარეებმა იმ მოლოდინზე ისაუბრეს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არსებობს.
"მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტი ირჩევს ჩვენს რეგიონს ვიზიტისთვის და ეს განხორციელდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, გვქონდა შესაძლებლობა ევროპარლამენტარებთან განგვეხილა ყველა ის საკითხი, რაც ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში და რა თქმა უნდა გვესაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც გვაქვს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.