28 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ირაკლი იმნაიშვილის ჟურნალისტური გამოძიება - პირველად, საქართველოს ისტორიაში, იდენტიფიცირებულია 1937 წელს, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი 3 ადამიანის ნეშტი

პირველად საქართველოს ისტორიაში, იდენტიფიცირებულია 1937 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი 3 ადამიანის ნეშტი.

"დნმ კვლევა" ევროპის საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩატარდა. ირაკლი იმნაიშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ პროექტის გარშემო გააერთიანა ქართველი, ამერიკელი, პოლონელი და ბრიტანელი სპეციალისტები.

პროექტი ,,საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციასთან" პარტნიორობით განხორციელდა. სამარხი, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზეა. დღეს იქ ქართული არმიის საბანაკე შეკრების მესამე ბაზაა. საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფისათვის საველე ლაბორატორიის მოწყობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

"რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. 

"რუსთავი 2" - მა სამეცნიერო სიზუსტით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცელს ნათელი მოჰფინა და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 არ არის მხოლოდ მედია, ეს არის ინსტიტუცია, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს", - აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი. 

დღის ამბები