15 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ვალდებულებებს შეასრულებენ - ერდოღანი

"თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ" ,– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის კოორდინაცია სტამბოლში შექმნილი ცენტრიდან მოხდება, სადაც შეთანხმების ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი.

მარცვლეულის ექსპორტის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს გაეროც. მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გასატანად პირველი გემები, შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიძრას, გემებისთვის დეტალური პროცედურა კი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

"თურქეთს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და უკრაინა დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად. ამ პროცესში წარუმატებლობა თითოეული ჩვენგანის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ამ შეთანხმების შესრულებით, შემსუბუქებას დაიწყებს გლობალური სასურსათო კრიზისის შედეგები, რომელიც უკვე სერიოზულ მასშტაბებს აღწევს," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები