"ტექნიკური პარლამენტის" პროექტი - "ქართული ოცნება" ოპონენტებს პარალელური სამუშაო ჯგუფების შექმნის გამო აკრიტიკებს. მას უკვე უპასუხეს ბრალდებების ადრესატებმა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საგანგებო სესიები 12 პუნქტის შესასრულებლად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სესია, კომიტეტები და სასესიო დარბაზი. ეს არის ის ადგილი, რომელიც რეალურად, მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს 12 პუნქტის განხორციელების უპირველესი წყარო",- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციას საოცარი მცდელობა აქვს რეალური სამუშაო პროცესი იყოს კომიტეტებში, თუმცა, მისივე თქმით, ამ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს "ქართული ოცნება".