06 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
მზადება ევრობასკეტისთვის - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში, დაბა როგლაში ჩავიდა და იქ 10-დღიან შეკრებას გაივლის.

ქართველმა კალათბურთელებმა შეკრების პირველ დღეს მსუბუქად ივარჯიშეს, ძირითადი დრო კომბინაციების გადამეორებას დაეთმო, სულ შეკრებაზე 16 კალათბურთელი იმყოფება.ეროვნულ ნაკრებს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი მოგვიანებით შეუერთდებიან.

ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მზადყოფნაში შეხვდეს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს და ევროპის ჩემპიონატს, რომელიც სტარტს 1 სექტემბერს აიღებს. A ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.

დღის ამბები