15 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ოპოზიცია როდესაც არ ერთვება პროცესში, ეს არის ანტიდემოკრატიული - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე სამი ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ მონაწილეობას ეხმაურება. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის.  

"რადიკალური ოპოზიცია როდესაც არ შედის პარლამენტში და არ სცემს პატივს არჩევნების შედეგებს, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. დღეს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ოპოზიცია როდესაც არ ერთვება პროცესში, ეს არის ანტიდემოკრატიული და მოუწოდეს რადიკალურ ოპოზიციას რომ ჩაერთონ პროცესში. ვფიქრობ რომ ამ 2 განცხადებას შორის მსგავსება ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც და საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვისაც. რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა და გააკეთა ყველაფერი რათა ევროპისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოში ოპოზიციის დიდი ნაწილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არის დესტრუქციის რეჟიმში და ძირს უთხრის თავისი ქვეყნის დემოკრატიას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები