საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც თალაკვაძე ამბობს, წერილით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ სცემს პასუხს შეკითხვას, ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთხელ გამეორდა მედიაშიც.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ სცემს პასუხს შეკითხვას, რომელიც საჯაროდ იყო დასმული და ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთხელ გამეორდა მედიაშიც. მეორე, ის საუბრობს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც არის რეგიონში და ომის საფრთხეზე, რომლის წინაშე უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოც აღმოჩნდა. და მესამე, ის საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და ეს გზავნილიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ის პოლიტიკაში გახლდათ, მაშინ ყოველთვის ამ საკითხს სვამდა პრიორიტეტულად გუნდის წინაშე. ეს არის ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ვთვლით, რომ ეს სამი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ წერილში,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.