27 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
Bloomberg: ბიძინა ივანიშვილთან Credit Suisse -ის სამართლებრივმა დავამ სინგაპურში გადაინაცვლა - ივანიშვილი შვეიცარიული კრედიტორის ქვედანაყოფთან სასამართლო პროცესისთვის ემზადება

შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის პრობლემები 800 მილიონი დოლარის ოდენობის თანხაზე სასამართლო განხილვის ჭრილში სინგაპურის მასშტაბითაც გავრცელდა, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს. 

პუბლიკაციის თანახმად ბანკის მილიარდერი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის განყოფილებასთან სასამართლო დავისთვის ემზადება, რომელიც თაღლითი ბანკირის პატრიკ ლესკოდრონის მოქმედებით გამოწვეულ 800 მილიონიან ზარალს უკავშირდება.

სტატიის მიხედვით, ახლახან ბერმუდის სასამართლოში მასშტაბური მოგების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Credit Suisse-ის სხვა შვილობილ კომპანიას უჩივლებს სასამართლოში. სინგაპურში სასამართლოს საქმე სექტემბერში გადაეცემა, რაც შვეიცარიულ ბანკს მორიგი უარყოფითი ეფექტით ემუქრება არაერთი სკანდალისა და სამ წელიწადზე ნაკლებ ვადაში მესამე აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის ფონზე.

"Credit Suisse-ის ჯგუფის სამართლებრივი ბრძოლა მილიარდერ კლიენტთან ბიძინა ივანიშვილთან სინგაპურამდე მივიდა. ქართველი მილიარდერი შვეიცარიელი კრედიტორთან სასამართლო პროცესისთვის ემზადება. მისი მტკიცებით, მისთვის მიყენებული ზარალი 800 მილიონი დოლარია. ამ წლის დასაწყისში, ბერმუდში დიდი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერი ახლა უჩივის Credit Suisse​-ის სხვა შვილობილ კომპანიას. საქმე სექტემბერში სინგაპურში განიხილება, რაც Credit Suisse-ის ირგვლივ, სამ წელზე ნაკლებ დროში მესამე აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, სავარაუდოდ მორიგ სკანდალს ააგორებს. აზიის ქალაქში 5 წლის წინ დაწყებული სასამართლო დავის ნაწილია სარჩელი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ეხება. მილიარდერი ამბობს, რომ "შპს კრედიტ სუს თრასთმა" მის ქონებაზე ეფექტური ზედამხედველობა არ განახორციელა. ლესკოდრონი, ცნობილი ყოფილი ბანკირი, თაღლითობის მუხლით 2018 წელსაც გაასამართლეს, საქმე თითქმის ათწლეულიან სქემას ეხება, რომლის მიხედვითაც მან, მისი კლიენტების ხელმოწერები გააყალბა არაავტორიზებული ვაჭრობის მიზნით. საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლესკოდრონის ყველაზე დიდ კლინტებს შორის იყო , რომელთანაც Credit Suisse​-მა საინევსტიოციო საქმინაობა განახორციელა სინგაპურში , ბერმუდაში და ახალ ზელანდიაში. ივანიშვილის ლონდონელი ადვოკატები ამბობენ, რომ ჯამში 800 მილიონ დოლარს ითხოვენ .ეს არის მითვისებული აქტივებიდან მიღებული თანხა და ზარალი, რომელიც არ ადადგებოდა რომ ინვესტიციის გონივრულად მარტა მომხდარიყო .მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონმა 2020 წლს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ჟენევის გამოძიება აგრძლებს ძიებას იმის დასადგენად დგას თუ არა ბანკის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა ამ საქმეში. ამ გამოძიების ხელმძღვანელმა პროკურორმა დაადგინა, რომ 60 მილიონი დოლარის ტრანზაქციები, ბანკის მეშვეობით გათეთრდა.

ივანიშვილი და ლესკადრონის სხვა რუსი კლიენტები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ბანკს ჰქონდა ინფორმაცია, ფრანგი ბანკირის არამართებული საქმიანიობის შესახებ, რაზეც რეაგირება დროულად უნდა მოეხდინათ. ბანკი მუდმივად აცახდებდა,რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და ხელმძღვანელებსა თუ კოლეგებს თავის დანაშაულს უმალავდა.

ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკს პირველად 2017 წელს უჩივლეს, რა დროსაც ცდილობდნენ, მოეპოვებინათ შიდა საბანკო დოკუმენტები, რომელიც მათი რწმენით, ნათელს მოფენდა ლესკადრონის ქმედებებს. კრედიტ სუისის ადვოკატებმა უკნა დაიხიეს, თუმცა ამტკიცებენ რომ 2011 წლის აგვისტომდე, საქმეს ხანდაზმულბის ვადა გასული აქვს , მათი განხილვა კი არა სინგაპურში, არამედ შვეიცარიაში უნდა მოხდეს.


ახალი ზელანდიის უმაღლესმა სასამართლომ 2018 წელს ივანიშვილის საქმე არ მიიღო  და განაცხადეს, რომ საქმის განხილვა შვეიცარიის იურისდიქციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო.

ბერმუდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse​-მა თვალი დახუჭა ლესკოდრონის არასწორ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ ივანიშვილი სინგაპურის საქმეში გაიმარჯვებს. მას ბერმუდის საქმეში ზიანს აუნაზღაურებენ 607.5 მილიონი დოლარის ოდენობით, რის შესახებაც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. იგი აღნიშნულ სექტემბრის დასაწყისში მიიღებს," - ნათქვამია გავრცელებულ სტატიაში. 

დღის ამბები