27 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები აშშ-თან, სხვა ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას უკრაინაში დაწყებულ ომსა და საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობები გააძლიეროს. 

"ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მაშინ, როცა უკრაინაში დაიწყო ომი. ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ, ეს განსაცდელი ქვეყნას ავარიდეთ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა. ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული, გონივრული პოლიტიკით შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა...ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ პარტნიორთან - ამერიკასთან.

როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან, ევროპასთან, უფრო გავაძლიერებთ - ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა - სხვა ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები