06 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს - რას ამბობს "კურიერთან" მისი ადვოკატი

ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც წუხელ საგურამოში დააკავეს, დანაშაულს აღიარებს, ამის შესახებ მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომლიც, ასევე, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში წუხელ თავისი ნებით მივიდა. 

"თავად მივიდა ნებაყოფლობით, ეს არ იყო ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე მას შემდეგ მივედი, რაც თავად მივიდა. ის უკვე პოლიციის განყოფილებაში დამხვდა და უკვე იქ მოხდა მისი დაკავება. შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებ. მის ბრალეულ ქმედებას მოჰყვა ახალგაზრდის გარდაცვალება. გუშინ ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და პირობა დადო გამოძიებასთან, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გასცემდა, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი გიორგი გვაჯაია. 

დღის ამბები