15 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და გაერო შორის 30 წლიან თანამშრომლობას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა, რათა დავიცვათ ის ფუნდამენტალური პრინციპები, რაც გაეროს დებულებაშია ჩადებული. 

"საქართველო გაეროში 30 წლის წინ გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ის ფუნდამენტალური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში და ხელს უწყობს საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებას", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

დღის ამბები