ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების კადრები გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება ერთმანეთს ფიზიკურად ათამდე ახალგაზრდა.
რესტორნის თანამშრომლები მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ორი სხვადასხვა სუფრის წევრები მუსიკის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. არიან დაშავებულებიც.
შსს-ის ინფორმაციით გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაპირისპირებაში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.