ინტენსიური თავდასხმა გრძელდება მიკოლაევის მიმართულებით - ქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ავიაიერიშები მიკოლაევის რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად განხორციელდა. არიან დაშავებულები.
ჰერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 3 ადამიანი. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის რეგიონი. დაინგრა საცხოვრებელი სახლები.
დონეცკის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
"ისევ რჩება ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე. ოკუპანტები ახორციელებენ თავდაცვითი ძალების პოზიციების ინტენსიურ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.
მტერმა საარტილერიო დაბომბვები განახორციელა ხარკოვის და სლავიანსკის მიმართულებით. დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა მიმართულია ბახმუტსა და ავდიივკაში შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. შავი და აზოვის ზღვების წყლებში მტრის საზღვაო ჯგუფი ძირითად ძალისხმევას მიმართავს სადაზვერვო სამუშაოებზე, სამოქალაქო გემების ბლოკადასა და ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაზე," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.