"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი საკანონმდებლო ბაზა წარადგინოს.
"გვთავაზობენ ფორმატს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით არის შექმნილი. შესაბამისად, ვისაც ვისთან უნდა გაერთიანდეს, პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენთვის მთავარია კანონდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომელიც არის მოთხოვნილი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 12 პუნქტიან რეკომენდაციაში რაც არის მოთხოვნილი, ამ ყველაფერს მივყვებით. ჩვენი მხრიდან ამ ცვლილებებს მომზადებულს დავახვედრებთ ხელისუფლებას, მათი მხრიდან უკვე რეაგირება იქნება საჭირო. ან გამოგვყვება ჩვენ ცვლილებებზე, ან შემოგვთავაზებს რაღაც ალტერნატივას," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.