06 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
უცხოური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

უცხოური ენების გამოცდების  შედეგები გამოქვეყნდა. მონაცემები შესაბამის ბმულზე უკვე აისახა. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"აბიტურიენტთა საყურადღებოდ! დღეს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები.

შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. გისურვებთ წარმატებას!" - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები