15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ელექტრონულ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია ჰქვია. ზელენსკის თქმით, მან  უკრაინის პრემიერ მინისტრს, დენის შმიგალს პეტიციის წამოყენებული საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა.

ზელენსკის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პეტიციას, რომელიც 2022 წლის 6 ივნისს წარადგინეს, 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

"მადლობა აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის მათ, ვინც პეტიციას შეუერთდა". – წერია განცხადებაში. 

ზელენსკის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით ქორწილი კაცსა და ქალს შორის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება და ომის, ან საგანგებო სიტუაციის დროს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება.

"უკრაინის ოჯახის კოდექსი ოჯახს განმარტავს როგორც საზოგადოების პირველ და მთავარ ერთეულს. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, დაკავშირებული არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო უფლებები და ვალდებულებები. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწილი ეფუძნება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას (51-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუცია ვერ იქნება შეცვლილი ომის ან განსაკუთრებული სიტუაციების დროს უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი)". – წერს ზელენსკი

დღის ამბები