ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, - ინფორმაციას ამერიკული მედია შტატების სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. სანქციების სიაში შევიდნენ სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან თანამშრომლობით უკანონოდ მოქმედებდენ.
სანქციები ასევე შეეხო 24 ერთეულს, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებულები. სავიზო შეზღუდვები უწესდება რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და უცხო ქვეყნის მთავრობის 31 წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად. სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ასევე ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, ალინა კაბაევასაც დაუწესა.