15 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
"ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ ომი უნდა გააჩაღოს" - მიხეილ სარჯველაძე

უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებას, საქართველოში მეორე ფრონტის წამოწყებასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ საქართველოში ომის წამოწყება.

მისივე თქმით, დანილოვის ომის რიტორიკა უნდა იყოს ყველასთვის გასათვალისწინებელი. 

"არავითარი წამოცდენა არ იყო მაშინ, როდესაც ეს კაცი საქართველოში ომის დაწყებაზე საუბრობდა და ახლაც აგრძელებს იგივე რიტორიკას. მეორე, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ინსინუაცია, რომელიც ამ საკითხების ირგვლივ მოვისმინეთ მართლაც ინსინუაცია რომ იყო კარგად ჩანს. იმიტომ, რომ ბოლო დროს გავრცელებული რიტორიკა ამასთან დაკავშირებით ვის უნდა ომი და ვის არ უნდა, ფაქტია, რომ საქართველოში ომი დღეს უნდა უკრაინის ზოგიერთ მაღალჩინოსანს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ კვლავ არსებობენ პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ ომი უნდა გააჩაღოს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები