01 მაისი 2024,   21:18
ვრცლად
უკრაინელი მოქალაქეების დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, "ღია საზოგადოების ფონდმა" საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეების აღრიცხვა დაიწყო

პირველი აგვისტოდან, უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. უკრაინელი მოქალაქეების დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის "ღია საზოგადოების ფონდმა" საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეების აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვებით ორი აგვისტოდან დაიწყო.

ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. უკრაინელებისთვის საცხოვრებლით დახმარებას ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტებიც და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.

ანგარიშის ნომრები:

GEL: #GE51TB7324636080100018 

USD: #GE63TB7324636180100012

დღის ამბები