29 აგვისტო 2026,   22:05
ვრცლად
თბილისის პროკურატურაში იურისტ დავით ჯანდიერის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში, იურისტის, დავით ჯანდიერის გამოკითხვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ მას დღესვე გააცნობენ დაზარალებულად ცნობის დადგენილებას.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს, რომელთა გარკვეული ნაწილი დავით ჯანდიერის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალსაც ასახავს. მათ შორის უკავშირდება მის მიერ ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში. დავით ჯანდიერის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

"ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის გავრცელებული მედიის მეშვეობით და არის აღბეჭდილი ამ მასალებში, მე მათ ნამდვილობას დავადასტურებ დღეს. ევროპულ სასამართლოს მე მივმართე როგორც მომჩივანმა. მიზანი არის ერთი, რომ იდენტიფიცირება მოხდეს იმ ადამიანების, რომლებიც ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე ახდენდნენ მიყურადებას და თვალთვალს და შეიცვალოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომ თავისუფლ გარემოში ცხოვრების საშუალება მიეცეთ ადამიანებს," - აცხადებს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი დავით ჯანდიერი.

დღის ამბები