"მოქალაქეებისა" და "გირჩის" ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი ვერ იქნება.
"საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ბარიერს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დაკავშირებული 12-პუნქტიან გეგასთან. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას, ეს ოპონენტების საკითხია, მათი პარტიის გადასაწყვეტია. თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რაღაც საკითხებზე მსჯელობს, ისაუბრონ ერთმანეთთან, ამას ჩვენთან კავშირი არ გააჩნია.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, წარმოუდგენელი რამ არის. ადამიანი, რომელიც პოლიტიკიდან გავიდა და დატოვა ქართული პოლიტიკური სივრცე, ძალიან ცდილობდეს ვინმე მის პოლიტიკაში ჩართვას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.