15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
რატი იონათამიშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ სამუშაო ვერსიად უკრაინული კანონმდებლობა იყოს გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოედგინათ. 

 "მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის მუშაობა პროაქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ვთხოვეთ, რომ წარმოედგინათ საკუთარი ხედვა, თუნდაც ის კომენტარები უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით, ვინაიდან, დღეს ერთადერთი მოქმედი ვერსია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და იძებნება, ეს არის უკრაინული მოდელი, რომელიც ცხადია, თავისი არსით არის საინტერესო, შეიძლება იყოს განხილვა გარკვეული საკითხების, მაგრამ ჩვენ სწორება მიზანშეწონილია რომ უკვე დამტკიცებულ და ძალაში შესულ საკითხთან ავიღოთ“, - ამბობს რატი იონათამიშვილი.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. "დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

დღის ამბები