"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ორკესტრირებული შეტევა ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ომში ჩართვას. ეს განმარტებები ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ გაკეთდა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე ისაუბრა.
"ეს არის ორკესტრირებული - მაგალითად, მე ვერ ვხედავ ქალბატონი სახალხო დამცველის რეაგირებას ამ ძალიან საშიშ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის ყოვლად მიუღებელი და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მათი პოლიტიკური დაკვეთა არის სულ სხვა რამ. ხდება ის, რომ აპოკალიფსურ სურათს ხატავენ და საზოგადოებას ზაფრავენ, თურმე აქ რაღაც ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება ქვეყნის მოსახლეობას",- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური.